ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

თბილისის მერიის აიპ-ის დირექტორი თვეში 8000 ლარამდე ხელფასს იღებს

16:27 - 29 სექტემბერი 2017 hits 278

თბილისის მერიის არასამეწარმეო იურიდიული პირის - „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა 2016 წელს 95 681 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასებზე მეტია, დედაქალაქის მერის ხელფასს კი 2.5-ჯერ აღემატება.

გიორგი ბაიდარაშვილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორად 2015 წლის ივლისში დაინიშნა. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ყოველთვიური ანაზღაურება, პრემიებთან და დანამატებთან ერთად, 7973 ლარს შეადგენს. 

ფონდის დირექტორის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება არა მხოლოდ თბილისის მერის (38 160 ლარი), საკრებულოს თავმჯდომარის (61 596 ლარი) და დედაქალაქის თვითმმართველობის ყველა სხვა ჩინოვნიკის ანაზღაურებას, არამედ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასსაც. 

შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანაზღაურება 82 800 ლარია (თვეში 6900 ლარი), პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 000 ლარი (თვეში 6667 ლარი), პრემიერ-მინისტრის - 51 370 ლარი (თვეში 4280 ლარი), მინისტრებისა - 75 000 ლარი (თვეში 6250 ლარი). 

„თბილისის განვითარების ფონდი“ 2010 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანია სტრატეგიის შემუშავება დედაქალაქის, მათ შორის, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია-გამაგრების მიზნით, კონკრეტული პროექტების დაგეგმვა, მისი განხორციელება და შესრულებაზე კონტროლი.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com