weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ირაკლი სესიაშვილის მეუღლე ბიზნესს რუს პარტნიორებთან ერთად აწარმოებს

07:48 კვირა, 08 ოქტომბერი 2017

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის წევრის ირაკლი სესიაშვილის მეუღლე თინათინ კიკილაშვილი ბიზნესს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად აწარმოებს. იგი კომპანია „ტერმინალ ლაბ ბერსას“ მეწილეა, სადაც საკონტროლო პაკეტს ბეკხან ალიევი და ირინა კოვალენკო ფლობენ. 

შპს „ტერმინალ ლაბ ბერსა“ 2015 წლის 7 აპრილს შეიქმნა. კომპანიის კაპიტალის 60 %-ის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალი მარაევი იყო, ხოლო 20 – 20 პროცენტს ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეები დავით მიგრიაული და ჯაბა ჩართოლანი.

2017 წლის 11 მაისს დადებული გარიგებების საფუძველზე, აღნიშნულმა ბიზნესმენებმა საკუთარი წილები სხვა პირებს 10 ლარის გადახდის საფასურად დაუთმეს. გადანაწილების შედეგად, კომპანიის 37 % წილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ბეკხან ალიევის საკუთრებაში გადავიდა, 37 %-ის მფლობელი ირინა კოვალენკო გახდა, ხოლო 10 %-ისა - თინათინ კიკილაშვილი. კაპიტალის დანარჩენი 16 % დავით მიგრიაულის საკუთრებაში დარჩა.

წესდების თანახმად, „ტერმინალ ლაბ ბერსას“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საბაჟო ზონის და ლაბორატორიის შექმნა, ექსპორტი, იმპორტი, გადაზიდვები და ტერმინალი. კომპანიას ეკუთვნის საბაჟო ტერმინალთან არსებული ლაბორატორია, რომელიც საგზაო ბიტუმის გამოცდას თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა. იგივე თანამდებობა ეკავა მას წინა მოწვევის პარლამენტშიც. ის თანამდებობრივად არის იმავე კომიტეტში არსებული ნდობის ჯგუფის წევრი.

კანონის თანახმად, პარლამენტის ნდობის ჯგუფი ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის (მათ შორის, საიდუმლო შესყიდვების) კონტროლს. მის უფლებამოსილებებში შედის ასევე ფარული მეთვალყურეობის საკითხებზე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმება.

 

მსგავს თემაზე:

ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის აუქციონებში უკონკურენტოდ გაიმარჯვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]