weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არჩილ ხანდამაშვილი – ჩვენ დაგვჭირდება მეტი შრომა დასახული მიზნების მისაღწევად

12:22 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ბაკურციხის, ჩალაუბნის, მელაანის, ქოდალოს, დარჩეთისა და სოფელ გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილა.

„ჩვენს მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განავითაროს. ფერმერებს უნდა მივცეთ საშუალება, კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება მეტი შრომა, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზანს. ჩვენი მთავარი ამოცანა იმ სიახლეების, ახალი ტექნოლოგიების ფერმერებამდე მიტანაა, რომლის გამოყენებითაც ისინი მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღებენ სასურველ შედეგს“, - განაცხადა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

არჩილ ხანდამაშვილი მოსახლეობას არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას დაპირდა.

 

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]