weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მერობის 21 კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდა

17:56 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში მერობის 21 კანდიდატი რეგისტრაციიდან მოიხსნა. უმეტეს შემთხვევებში, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თვითონ მერობის კანდიდატებმა თქვეს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში კანდიდატები რეგისტრაციიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ მოხსნა.

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გოჩა ჯოჯუამ თბილისის მერობიდან საკუთარი კანდიდატურა ირმა ინაშვილის სასარგებლოდ მოხსნა.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს იმავე პარტიიდან წარდგენილმა მერობის სხვა კანდიდატებმაც: ქუთაისში – გიორგი გოგელაშვილმა, საჩხერეში – თამაზ დოღაძე, ჭიათურაში – მალხაზ კაპანაძე, ხოლო ზესტაფონში კახაბერ კიკნაველიძემ. 

„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ტრადიციონალისტებიდან“ კაკი ლოლომაძემ.

3 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები აღარ ეყოლება „პატრიოტთა ალიანსსაც”: ლაგოდეხში – ლაშა მახათაძე, ზესტაფონში – გიგა გაბრიჭიძე, ოზურგეთში – შოთა გოგიბერიძე.

მერობის ყველაზე მეტი კანდიდატი მოიხსნა საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“: მარნეულში – ფუად კახრამანოვი, ახალციხეში – არზუმან ზოოროღლიანი, ადიგენში – არკადი საჰაკიანი, ხოლო ასპინძაში გალუსტ მკრტჩიანი. მათ ნაწილს საოლქო საარჩევნო კომისიამ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზები დაუდგინა, ნაწილმა კი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

ცაგერსა და ზუგდიდში მერობის კანდიდატების გარეშე დარჩა საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“. ცაგერში ბეჟან ღურჭუმალიძე, ზუგდიდში კი ზურაბ ჯინჯოლავა მერობისთვის აღარ იბრძოლებენ. 

თეთრიწყაროში მერობის კანდიდატის გარეშე დარჩა საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“, რომელსაც ამ მუნიციპალიტეტში რამაზ შავშიშვილი ჰყავდა წარდგენილი. 

პარტიების გარდა, კანდიდატურები მოხსნეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც, თუმცა, მათი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სახელით მიიღებს. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]