weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თიანეთში ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს არჩევნები 4 ხმით მოუგო

10:13 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, N19 თიანეთის საარჩევნო ოლქში 20 საარჩევნო უბნიდან ვებგვერდზე 17 საარჩევნო უბნის მონაცემებია განთავსებული, რომლის მიხედვითაც 54.44% თამაზ მეჭიაურს აქვს, 45.56% კი ლელა ქიტესაშვილს.

როგორც „რეგინფოს“ თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ცალუღელაშვილმა განუცხადა, მათ ცესკოს ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები მიაწოდეს და საერთო ჯამში „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა არჩევნები თამაზ მეჭიაურს 4 ხმით მოუგო.

თიანეთის საარჩევნო ოლქში სულ 10777 ამომრჩეველია. არჩევნებში მონაწილეობა 6198–მა ამომრჩეველმა მიიღო (57.51%)

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]