weather cur horoscope tv
მარტი 15, 2024

ლაფანყურის საარჩევნო უბნიდან შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა

11:18 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

N17 თელავის საარჩევნო ოლქის N27 ლაფანყურის საარჩევნო უბანზე მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა. როგორც „რეგინფოს“ თელავის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ განუცხადა, ოქმის დაკარგვა ლაფანყურში ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილობას არ გამოიწვევს.

„კომისიის წევრებს შედეგები შეჰქონდათ ოქმის ასლში, რომ დაეჯამებინათ და შემდეგ გადაეტანათ ორიგინალში. როდესაც დაჯამება დაასრულეს, აღმოჩნდა, რომ ოქმის ორიგინალი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ოქმის ასლში შეტანილი და დაბალანსებული იყო მონაცემები, ამიტომ ხელი ასლს მოაწერეს და ბეჭდითაც დაამოწმეს. ორიგინალის დაკარგვაზე პოლიციისთვის ჯერ არ მიგვიმართავს“, – განაცხადა თელავის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

N27 ლაფანყურის საარჩევნო უბანზე 624 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა 319–მა ადამიანმა მიიღო. 22 ხმა მიიღო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა მენთეშაშვილმა, 19 ხმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა დავით თუშიშვილმა, 31 ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა, 40 ხმა ლეიბორისტების კანდიდატმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა, 171 ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შოთა ნარეკლიშვილმა. 9 ხმა სხვა კანდიდატებზე განაწილა, 26 ბიულეტენი გაბათილდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]