weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კალაძე 51.06 %, ელისაშვილი - 17.46 %, უდუმაშვილი - 16.53 %

12:11 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის ყველა საარჩევნო უბნის შედეგები გამოაქვეყნა. დედაქალაქის მერის არჩევნებში „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 51.06 % (203 858 ხმა) აქვს მიღებული, დამოუკიდებელ კანდიდატს, ალექსანდრე ელისაშვილს - 17.46 % (69 705 ხმა). მესამე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 16.53 % (65 983 ხმა) მიიღო.

რაც შეეხება მერობის დანარჩენ კანდიდატებს, შედეგები ასეთია: ელენე ხოშტარია  (საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“) - 7.13 % (28 477 ხმა); ირმა ინაშვილი („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) - 3.02 % (12 070 ხმა); გიორგი ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“) - 1.95 % (7 768 ხმა); კახა კუკავა - 1.26 % (5 014 ხმა); გიორგი გუგავა („შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“) - 0.96 % (3839 ხმა); თენგიზ შერგელაშვილი („შენების მოძრაობა“) - 0.25 % (1 010 ხმა); ლაშა სტურუა („პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“) - 0.18 % (734 ხმა); გიორგი ლილუაშვილი („საქართველო“) - 0.09 % (359 ხმა); დავით შუკაკიძე - 0.05 % (205); ნიკოლოზ სანებლიძე („ტრადიციონალისტები“) - 0.05 % (199 ხმა).

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში რეგისტრირებული იყო 943 423 ამომრჩეველი. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 409 763-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 43.4 %-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]