weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პარტიის აქტივი სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა მონაცემებს არ უნდა ამოწმებდეს - წულუკიანი

15:54 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

პარტიის აქტივი სამაგიდო სიებში ამომრჩევლების მონაცემებს არ უნდა ამოწმებდეს და ამ სიებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველად ჩატარდა.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლების წვდომის საკითხს საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება.

„მე არ ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკური აქტივიზმი უნდა აიკრძალოს უბანთან მიმდებარე ქუჩებზე თუ ტელეფონით ამომრჩეველთან დაკავშირება, მაგრამ სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად დასახელდა ის, რომ პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამგვარი ფაქტები შეაფასა როგორც ამომრჩეველთა ნების კონტროლი.

ამ საკითხე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და დამკვირვებლებს არ ეზღუდებათ მსგავსი მონაცემების ნახვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]