weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

საქართველო აფხაზეთისა და ოსეთისგან გათავისუფლების შემდეგ უკეთ იგრძნობს თავს - იური ლუჟკოვი

17:40 ორშაბათი, 08 მაისი 2017

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისგან გათავისუფლების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს. ეს განცხადება ბორჯომში მყოფმა ლუჟკოვმა „პირველ არხთან“ გააკეთა.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონებისგან გათავისუფლების შემდეგ, მომავალში ბევრად უკეთ იგრძნობს თავს“, - აღნიშნა იური ლუჟკოვმა.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს პრობლემები არ შექმნია.

„ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის“, - განაცხადა ლუჟკოვმა.

მოსკოვის ყოფილი მერი უკვე მეოთხე დღეა მეუღლესთან და მოსკოვის მერიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან ლეონიდ ბოჩინთან ერთად საქართველოშია.

იური ლუჟკოვი 2009 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ლუჟკოვი პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული. ის გამოდიოდა მოწოდებით, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებულიყო, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]