weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

თამარ ჟვანია - თიანეთში არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება

21:31 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ქიტესაშვილი თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.

ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, შემაჯამებელი ოქმი კანონიერად არის შედგენილი და მეორე ტურის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ლელა ქიტესაშვილმა ცესკო-ს საჩივრით გუშინ მიმართა. საჩივარში ქიტესაშვილი განმარტავდა, რომ საოლქო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა არასწორად დაითვალა და 3077 ხმა, რომელიც თამაზ მეჭიაურმა მიიღო, 50%-იანი ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის.

თიანეთის საოლქო კომისიამ 1-ლი ნოემბრის განკარგულებით, მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეჭიაურს 3077 ხმა აქვს, ლელა ქიტესაშვილს კი 3076. ლელა ქიტესაშვილს 50%-იანი ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით საკითხი სადავოდ არ გაუხდია მაშინ, როცა საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შეცვლილი გადაწყვეტილებით არჩევნებს თავად იგებდა 4 ხმით, ვიდრე კომისიის ეს გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ გააუქმა. ქიტესაშვილმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ლელა ქიტესაშვილს მხარს თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარი ქუცნაშვილი უჭერს. ქუცნაშვილი და მეჭიაური დაპირისპირებულები არიან და ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებენ.

მეჭიაურის განცხადებით, მერის მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე ის თიანეთის გამგეობაში აუდიტს მიიწვევს და საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობის შემოწმებას ჩაატარებს. მეჭიაური ვარაუდობს, რომ ქუცნაშვილის დავალებით, შესაძლოა, საკრებულომ მას იმპიჩმენტი მოუწყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]