weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

16:42 ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017

„არა გაყალბებას“ ამ ლოზუნგით ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილები არჩევნების მეორე ტურის სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ოზურგეთში ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათი დაშინება და მოსყიდვა ხდება.

„კაცი, რომელსაც ბეგი სიორიძე ჰქვია, არ უნდა ოზურგეთს და ძალით გვახვევს თავს ვიღაც ჯგუფი. რატომ არის ასეთი მოსყიდვები, ძალადობა და დაშანტაჟებები? კონკრეტული მოთხოვნა გვაქვს, რომ სიორიძე აქედან მოაშორონ, როგორც მოიყვანეს ისე“, - განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტისთვის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის გასაგზავნ მიმართვაზე მოაწერეს ხელი.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ხელისუფლების სრული გულგრილობის ფონზე, დანაშაულებრივი მეთოდებით ადგილობრივ ხელისუფლებაში დარჩენას კრიმინალური მენტალობის კორუმპირებული დაჯგუფება ცდილობს.

აქციაზე განაცხადეს, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის წევრი - გიორგი როყვა მეორე დღეა გაუჩინარებულია, რასაც მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ.

იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდობიან გარემოში არ ჩატარდება, შარაშენიძის მხარდამჭერები კენჭისყრის დღესვე სრულ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. 21 ოქტომბრის კენჭისყრაზე მერის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მხარდაჭერა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. ცესკოს მონაცემებით, ოზურგეთის N60 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 43.25% (14 801 ხმა) მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ – 41.86% (14 294 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]