weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ქვემო ქართლისა და აჭარის პროკურორებმა ერთ წელში დანამატი 22-ჯერ მიიღეს

18:13 ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორმა ლევან გეგეჭკორმა და აჭარის პროკურორმა ლევან პაქსაშვილმა 2016 წელს ხელფასთან ერთად დანამატები 22-ჯერ აიღეს. ორივე მაღალჩინოსნის წლიური თანამდებობრივი სარგო 35 160 ლარია, თუმცა, რეალურად, ლევან გეგეჭკორმა 99 260 ლარი მიიღო, ლევან პაქსაშვილმა კი 98 439 ლარი.

ლევან გეგეჭკორი ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე, ხოლო ლევან პაქსაშვილი აჭარის ა/რ პროკურორად 2016 წლის 19 თებერვალს დაინიშნენ. მანამდე, 2013 წლიდან, ლევან პაქსაშვილს ჯერ სამცხე-ჯავახეთის, შემდეგ კი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის პოზიციები ეკავა, ლევან გეგეჭკორი კი მთავარი პროკურატურის აპარატში სხვადასხვა დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა.

მოქმედი კანონმდებლობით, საოლქო პროკურორისა და აჭარის ა/რ პროკურორის თანამდებობრივი სარგო თვეში 2930 ლარია, რაც წელიწადში 35 160 ლარს შეადგენს.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ლევან გეგეჭკორმა 2016 წელს 99 260 ლარი მიიღო, საიდანაც დანამატის თანხა 64 100 ლარია. იმავე პერიოდში 98 439 ლარი შეადგინა აჭარის პროკურორის ანაზღაურებამ, მათ შორის, დანამატების ოდენობაა 63 279 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლისა და აჭარის პროკურორების ანაზღაურება მხოლოდ კახეთის საოლქო პროკურორის ვაჟა ფანოზიშვილის ხელფასს ჩამოუვარდება, რომლის წლიურმა თანამდებობრივმა შემოსავალმა 101 240 ლარი შეადგინა.

ამასთან, ლევან პაქსაშვილის ანაზღაურება გაცილებით მეტი იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში. კერძოდ, 2014 წელს მან ამ თანამდებობაზე 100 440 ლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, პარლამენტის თავმჯდომარისა - დაახლოებით 80 000 ლარი; 51 370 ლარს შეადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანაზღაურება, მინისტრებისა - 75 000 ლარს, პარლამენტის წევრებისა კი, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 55 000-დან 66 500 ლარამდეა

 

მსგავსი თემები:

მთავარმა პროკურორმა პრემია-დანამატები 18-ჯერ, მოადგილეებმა კი 21-ჯერ მიიღეს

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]