weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შსს იური ლუჟკოვს შავ სიაში შეიყვანს და საქართველოში აღარ შემოუშვებს

15:01 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილ მერს, იური ლუჟკოვს სპეციალურ სიაში შეიყვანს, რის შემდეგაც ის საქართველოში შემოსვლას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ დღეს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

„არსებობს სპეციალური სია, სადაც შეყვანილი არიან ასეთი ადამიანები. შეიძლება, ლუჟკოვი თავის დროზე ამ სიაში შეტანილი არ იყო. მას ამ სიაში შევიტანთ და საქართველოში ვეღარ შემოვა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მან მცხეთაში 13 ასურელი მამის ეკლესია დაათვალიერა და მოძღვართან ერთად ფოტო გადაიღო.

ბორჯომში ყოფნის დროს ლუჟკოვმა განაცხადა, რომ საქართველო უკეთ იგრძნობს თავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისგან გათავისუფლების შემდეგ.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონებისგან გათავისუფლების შემდეგ, მომავალში ბევრად უკეთ იგრძნობს თავს“, – აღნიშნა იური ლუჟკოვმა.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს პრობლემა არ შექმნია, არადა ლუჟკოვი 2009 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.

„ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს“, – აღნიშნა ლუჟკოვმა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტიდან.

იური ლუჟკოვის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების გატარების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა.

როგორც 9 მაისს, შსს–მ განმარტა, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ხანდაზმულობის ვადა – 6 წელი უკვე გასულია და შესაბამისად, იური ლუჟკოვის წინააღმდეგ სამართლებრივ ნაბიჯებს ვერ გადადგამს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]