weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სააკაშვილი საქართველოს პრობლემა იყო და უკრაინამ საკუთარ პრობლემადაც აქცია - უსუფაშვილი

18:38 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი კიევში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრობლემა იყო, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან მცდარი გადაწყვეტილებებით უკვე საკუთარ პრობლემადაც აქცია.

"რაც დღეს ხდება, ეს პირველ რიგში უკრაინისთვისაა ძალიან დამაზარალებელი. ეს უნდა გაეთვალისწინებინა უკრაინას, თუმცა მათ არც ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს თავის დროზე და ახლა მივიღეთ ის ვითარება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის კარგი უკრაინისთვის. ხოლო რაც უკრაინისთვის არ არის კარგი, ის არც საქართველოსთვისაა კარგი ზოგადად.

რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, ის კარგიც და ცუდიც, არის საქართველოს პრობლემა. ამიტომ, როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანას მოუწევს ამ პრობლემასთან გამკლავება, სამართალდამცავ ორგანოებს, თუ მოხდება მისი ექსტრადირება.

მაგრამ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, საკუთარ თავსაც დესტრუქციული მიმართულებით იყენებს. რაც თავის მხრივ სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხრიდან მისი გამოყენების ცდუნების საფუძველს იძლევა.

მე არ მინდა, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ამ დაღით იყოს დასმული კიდევ ბევრი წელი - დაპირისპირება ყოფილ და დღევანდელ ლიდერებს შორის. და ჩვენ ამას, ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დღეს უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით მხარდამჭერებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობისა და მისი საქმიანობის დაფარვის მუხლით არის აღძრული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]