weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლო დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჰიმნი იმღერა

14:55 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა კიევში, პეჩერის რაიონული სასამართლოს დარბაზში უკრაინის ჰიმნი იმღერეს. სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ.

როგორც სასამართლოზე მიხეილ სააკშვილმა განაცხადა, ის თავს მიიჩნევს უკრაინელი ოლიგარქის ტყვედ და არაფრის ეშინია.

მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მისი დაკავება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. 10 დეკემბერს, კიევში, მისი გათავისუფლებისა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში გაიმართა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]