weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, მზად ვარ თანამდებობა დავტოვო - პრემიერი

14:43 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად იმარჯვებენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, მზად არის თანამდებობა დატოვოს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო შესყიდვები, რომლის შესახებაც გია გაჩიჩილაძე საუბრობს, კანონის ზედმიწევნით დაცვით ჩატარდა. როგორც პრემიერმა განმარტა, მან პირადად გასცა დავალება, რომ ტენდერში თანაბარი საკონკურენციო პირობები ყოფილიყო.

„გია გაჩეჩილაძემ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა და სამწუხაროდ, მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერზე ისაუბრა. მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის დამიკავშირდა, მთავრობის ადმინისტრაციას მივეცი დავალება, რომ არ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. გავეცანი ამ საქმეს. ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ბიზნესჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ დღეს გააჩნია, არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული. მას კონკურენციის სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის მეთაური, მიმართოს სასამართლოს. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის დავტოვო კიდეც თანამდებობა. თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს გია გაჩეჩილაძე და ბოდიში მოუხადოს ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გუშინ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი მისი სიძის კუთვნილმა კომპანია „სიტროენ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. 

გაჩიჩილაძის და „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატების განცხადებით, სამინისტროების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სულ რამდენიმე, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობენ, რაც კარტელური გარიგებაა. გიორგი გაჩიჩილაძის ოჯახი აპირებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა სასამართლოში გააგრძელოს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „იბერია ავტო ცენტრის“ 100% წილის მფლობელია, „იბერია ავტო“-ში - 70%-ის, „კავკასუს მოტორსის“ 33%-ის, „კია მოტორს ჯორჯი“-ში კი 25%-ს ფლობს. მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილი კომპანიებისგან სახელმწიფო უწყებებმა 12 793 101 ლარის ღირებულების ავტომანქანები შეისყიდეს.

 

ამ თემაზე:

სპორტის მინისტრის კომპანიებისგან სახელმწიფომ 13 000 0000-მდე ლარის ავტომანქანები იყიდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]