weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ფოთის მერიაში 12-დან 7 თანაშემწის პოზიცია გაუქმდა

11:37 ხუთშაბათი, 28 დეკემბერი 2017
ფოტოზე ფოთის მერი გოჩა კურდღელია ფოტოზე ფოთის მერი გოჩა კურდღელია

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 12 პირადი თანაშემწიდან 7 გააუქმა. შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან მერიაში 5 თანაშემწე დარჩება.  

ფოთის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, მერის 5 თანაშემწიდან 3 დარჩება, ხოლო მერიის სამსახურის უფროსების 7 თანაშემწიდან - 2. 

„რეგინფო“ წერდა, რომ ფოთის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით 12 თანაშემწე მუშაობდა. თითოეული თანაშემწის ხელფასი თვეში 1300 ლარს, ანუ თვეში 15 600 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ფოთის მერიაში დასაქმებული თანაშემწეების ხელფასებზე ერთი წლის განმავლობაში 187 200 ლარი იხარჯებოდა.

 

მსგავსი თემა:

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს 7 პირადი თანაშემწე ჰყავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]