weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნაურუში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად დიმიტრი მედოევიც ჩავიდა

17:44 პარასკევი, 26 იანვარი 2018

ნაურუს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევიც დაესწრება. სპუტნიკის ინფორმაციით, მედოევი კუნძულზე 1-ელ თებერვლამდე დარჩება და მონაწილეობას მიიღებს ნაურუს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გასამართ საზეიმო ღონისძიებებში.

„სპუტნიკის“ ცნობით, მედოევი ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაკას შეხვდება. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

აღსანიშნავია, რომ ნაურუში იმყოფება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამთავრობო დელეგაციაც.

ნაურუმ, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარე ჯუჯა სახელმწიფოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]