weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მთავრობამ საკრებულოების დადგენილებებზე უარყოფითი დასკვნა 1019-ჯერ გასცა

15:41 ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2017 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოების 1019 ნორმატიულ აქტზე გასცა უარყოფითი დასკვნა. ყველაზე მეტჯერ - 33-ჯერ შენიშვნა ზუგდიდის საკრებულომ მიიღო, 29-ჯერ კი ჩხოროწყუსა და ცაგერის საკრებულოებმა.

„საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა მთავრობის ადმინისტრაციის სტატისტიკური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ნორმატიულ აქტებზე - საკრებულოს დადგენილებებზე 2017 წელს განხორციელებული სამართლებრივი ზედამხედველობის შესახებ. 

სხვა მუნიციპალიტეტებში საკრებულოს დადგენილებების კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული შენიშვნების რაოდენობა შემდეგნაირია: 

  • გორი - 28;
  • ადიგენი და ხობი - 26;
  • მარტვილი - 24;
  • აბაშა და ტყიბული 23;
  • მარნეული და სენაკი - 22;
  • დედოფლისწყარო, კასპი, მესტია, ოზურგეთი - 21;
  • ახალციხე და თიანეთი - 20;
  • ასპინძა, ბაღდათი, გურჯაანი, ყვარელი და წალენჯიხა- 19;
  • საგარეჯო, ქარელი და ქალაქი ქუთაისი - 18;
  • ხაშური - 17;
  • ლაგოდეხი, ლენტეხი და მცხეთა - 16;
  • თელავი, თერჯოლა, სამტრედია, ქედა, ჭიათურა და ხულო - 15;
  • გარდაბანი, ვანი და წყალტუბო - 14;
  • დმანისი და ლანჩხუთი - 13;
  • ზესტაფონი, შუახევი, ხელვაჩაური და ხონი - 12;
  • ახალქალაქი, დუშეთი, საჩხერე და წალკა - 11;
  • ბოლნისი და ქალაქი ზუგდიდი - 10;
  • ამბროლაური და სიღნაღი - 9;
  • ქალაქი ფოთი, ჩოხატაური და ხარაგაული - 8;
  • ნინოწმინდა - 7;
  • ახმეტა, ქალაქი ბათუმი, ქალაქი მცხეთა, ქობულეთი და ყაზბეგი - 6;
  • თეთრიწყარო და ქურთა - 5;
  • ბორჯომი და ქალაქი ამბროლაური - 4;
  • აჟარა (ზემო აფხაზეთი), ერედვი, თიღვა, ქალაქი ახალციხე, ქალაქი გორი, ქალაქი ოზურგეთი და ქალაქი რუსთავი - 3;
  • ახალგორი და ქალაქი თელავი - 2;
  • ონი და ქალაქი თბილისი - 1.

აღსანიშნავია, რომ მთავრობისაგან მიღებული უარყოფითი დასკვნა სასამართლოში არცერთ მუნიციპალიტეტს არ გაუსაჩივრებია.

საქართველოს მთავრობა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების ნორმატიულ აქტებზე სამართლებრივ ზედამხედველობას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 132-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]