weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ხაშურის მერის ხელფასი 450 ლარით, რიგითი მოხელეებისა კი 50-100 ლარით გაიზარდა

12:35 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018
ფოტოზე გიორგი გურასპაშვილი ფოტოზე გიორგი გურასპაშვილი

ხაშურის მერის გიორგი გურასპაშვილის ხელფასი 450 ლარით გაიზარდა და 3100 ლარი გახდა. უცვლელი დარჩა მერის მოადგილეების ხელფასი, მერიის პროფესიული საჯარო მოხელეების ხელფასებს კი 50 - 100 ლარი მოემატა.

ხაშურის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სარგოების ოდენობებში ცვლილება 2018 წლის 6 თებერვალს შევიდა, 1 თებერვლიდან კი ამოქმედდა. 

საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გურასპაშვილის თანამდებობრივი სარგო, რომელიც მანამდე 2650 ლარს შეადგენდა, 3100 ლარი გახდა. უცვლელი დარჩა მერის მოადგილეების ხელფასის ოდენობები. მერის პირველი მოადგილის ხელფასი თვეში 1800 ლარია, მოადგილისა კი 1700 ლარი. 

50 ლარით გაიზარდა მერიის სამსახურის ხელმძღვანელების ხელფასი, რაც 1250 ლარის ნაცვლად 1300 ლარი იქნება. სამსახურების სტრუქტურული დანაყოფის - განყოფილების უფროსები კი თვეში 1000 ლარის ნაცვლად 1100 ლარს მიიღებენ. ასევე 50-დან 100 ლარის ფარგლებში გაიზარდა მერიის სხვა პროფესიული მოხელეების - სპეციალისტების ხელფასებიც.

საკრებულოს მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ხაშურის მერიაში 142 საჯარო მოსამსახურე მუშაობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]