weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბორჯომის საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

15:36 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018
ბორჯომის საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ფოტო Ⓒ სამხრეთის კარიბჭე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლა საკრებულოს სხდომის შემდეგ მოხდა, რომელსაც რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ დღეს პირველად დაესწრნენ ქართული ოცნებისდეპუტატები.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია აცხადებს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა მისი თანაგუნდელისთვის, ივანე შალუტაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, რამაც შეხლა-შემოხლა გამოიწვია. დაპირისპირების დროს გიორგი გიუაშვილს სახე დაუზიანდა. მისი თქმით, ჩხუბი მას არ დაუწყია. მომხდარის გამო მერიის შენობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გამოიძახეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღესაც ვერ დაამტკიცეს მერიის საშტატო ნუსხა და ხელფასების ოდენობა. მერიის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც მერისთვის, მისი მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი კვლავ არ დაუჭირეს. ამ საკითხმა მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები, რომლებიც იმ მიზეზის გამო, რომ საშტატო ნუსხა და ხელფასების ოდენობა არ დამტკიცებულა, მეორე თვეა ხელფასს ვერ იღებენ. მოგვიანებით ისინი საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეს შეხვდნენ და ახსნა-განმარტება მოითხოვეს.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთი საკრებულოა საქართველოს მასშტაბით, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]