weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ელჩად მარატ კულახმეტოვი დაინიშნა

10:17 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა. კულახმეტოვმა ამ თანამდებობაზე ელბრუს კარგიევი შეცვალა.

2011 წლიდან ე.წ. ელჩად დანიშვნამდე, მარატ კულახმეტოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. 2008 წელს კი რუსეთის სამშვიდობო ძალებს ხელმძღვანელობდა.

მარატ კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნის შესახებ განკარგულება პუტინის მიერ 23 მაისს არის ხელმოწერილი და გამოქვეყნებულია რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე. პუტინის მეორე განკარგულება კი ელბრუს კარგიევის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება.

სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საელჩოების გახსნის შესახებ ბრძანებას ხელი 2009 წელს მოაწერა. ელბრუს კარგიევი კი ე.წ. ელჩის თანამდებობაზე 2008 წლის 24 დეკემბრიდან მუშაობდა.

კულახმეტოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალებს მეთაურობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]