weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თურქეთი სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს

13:30 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს ქარტიისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰამი აქსოიმ განაცხადა.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა 30 მაისს ჰამი აქსოიმ, სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე.

ორი დღის წინ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ აღიარა. ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილებით აფასებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას, რომელიც მათ სირიის წინააღმდეგ ტერორისტთა აგრესიის დროს გამოავლინეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ მედებების საპასუხოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]