weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აფხაზეთსა და ნაურუს შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდება

15:13 ორშაბათი, 04 ივნისი 2018
ფოტოზე რაულ ხაჯიმბა და ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა ფოტოზე რაულ ხაჯიმბა და ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობასა და ნაურუს შორის შეთანხმების პროექტი, რომელიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ითვალისწინებს.

„როგორც ცნობილია, ნაურუში ოფიციალური ვიზიტის დროს მიღწეული იქნა შეთანხმება ხელი მოეწეროს აღნიშნულ დოკუმენტს, რაც ორი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რესპუბლიკებში ვიზის გარეშე შევიდნენ“, – განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის .წ. საგარეო სამეთა მინისტრმა დაურ კოვემ.

ნაურუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წლის დეკემბერში აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

წყნარ ოკეანეში მდებარე ჯუჯა სახელმწიფოს, ნაურუს ფართობი სულ 21,3 კვ.კმ-ია, სადაც 11 000 ადამიანი ცხოვრობს. ნაურუმ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1968 წელს გამოაცხადა. 1999 წლიდან ის გაერო-ს წევრი ქვეყანაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]