weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდება

15:46 ორშაბათი, 04 ივნისი 2018
ფოტო პირველი არხი ფოტო პირველი არხი

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათ ადვოკატებთან ერთად ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შალვა თადუმაძის განცხადებით შეხვედრას დაესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

„მათი დასწრება არის სარალიძის მოთხოვნა და შესაბამისად, ეს შეხვედრა ამ ფორმატში გაიმართება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

ზაზა სარალიძემ გუშინ, რუთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას 4 ივნისს, 14:00 საათზე, საზოგადოების წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად გეგმავდა. ზაზა სარალიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვს.

დღეს, პირველმა არხმა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, „პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე“, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც. განცხადებაში ნახსენები არ იყო პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„კვირიკაშვილი რატომ იძახის ჩემზე უარს, იმიტომ რომ მე ვარ მუსლიმი, მე ვარ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მე ვარ ტერორისტი. ვაჩვენებ ამ სისტემას რასაც ვაპირებ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მაჩალიკაშვილთან შეხვედრაზე უარის თქმა დისკრიმინაციად შეაფასა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობას მალხაზ მაჩალიკაშვილიც მიიღებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]