weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი რუსეთის გერბიანი მაისურით პოზირებს

00:34 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018
ფოტო: ლაივპრესი ფოტო: ლაივპრესი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, კერძოდ, ააიპ „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში“ დასაქმებულმა გურამ (ცაცა) შელიამ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მას აცვია მაისური რუსეთის გერბის გამოსახულებით და წარწერით „Россия“. წარწერა რუსეთის ფედერაციის დროშის ფერებშია.

სააგენტო „ლაივპრესს“ შელიამ უთხრა, რომ მაისური მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რუსეთის ნაკრების მხარდასაჭერად აცვია. მისივე თქმით, ამ ნაკრებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან გულშემატკივრობს.

ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, რომ გურამ შელიას სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ, რადგან ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენება მათთვის მიუღებელია.

მსოფლიო რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს, მოსკოვში აიღებს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]