weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა ლოგიკურია - გიორგი მარგველაშვილი

23:34 პარასკევი, 08 ივნისი 2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლოგიკურად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ.

„იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს.

ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს. აქამდე ვუყურებდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ - მაგალითისთვის, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამასა აწიეს და თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით.

ხელისუფლებასთან მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი არის აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, მას არ აქვს განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნდა გადადგეს. 

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით, დღეს, თბილისის იუსტიციის სახლთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერს მიმართეს და თანამდებობიდან წულუკიანის გათავისუფლება მოითხოვეს, რასაც პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. მათ მიაჩნით, რომ თეა წულუკიანს არ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და არ იქნება მოწოდებული, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი შეარჩიოს.

მთავრობის მეთაურის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ეს მოთხოვნა აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია. კვირიკაშვილის თქმით, მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი მთავრობას ულტიმატუმის ენით ესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროკურორის შერჩევის ლეგიტიმაცია.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისიდან დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]