weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმი შესაძლოა გადადონ

17:01 პარასკევი, 02 ივნისი 2017
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარს არ იტყვიან, თუმცა ის შესაძლოა გადაიდოს. მისივე თქმით, ეს თემა ისევ აქტუალურია.

ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. რესპუბლიკის რუსეთთან შეერთებას სამხრეთ ოსეთის ხალხი 1921 წლიდან ითხოვს და ეს მისი იდეაა არაა.

„რუსეთთან შეერთების შესახებ სამხრეთ ოსეთის ხალხი აცხადებს 1921 წლიდან დაწყებული. ეს პრობლემა აქტიურ ფაზაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შევიდა, რადგან გასაგები იყო, რომ საქართველო თავის რევანშისტულ განწყობებს არ დათმობდა. სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ეს შესაძლოა ტრაგიკული ფინალი იყოს, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა კიდეც. ამიტომ, ინიციატივა ოსი ხალხის გაერთიანების და რუსეთის ფედერაციაში შესვლისა, ჩემი ინიციატივა არ იყო. ეს იყო ოსი ერის იდეა მისი დამოუკიდებლად არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, - აცხადებს ბიბილოვი.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ რეფერენდუმი სხვადასხვა ძალებთან, მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ ჩატარდება.

„არავინ არ უარყოფს რეფერენდუმის ჩატარების იდეას. სამხრეთ ოსეთის ხალხს სურს მისი ჩატარება და აქამდე ადრე თუ გვიან მივალთ. მას ვერსად წაუვალთ. მაგრამ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პოლიტიკურ ძალებთან, რუსეთის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების გარეშე ვერ განვსაზღვრავთ ჩვენი მომავლის რუკას, რა თქმა უნდა, რთული იქნებას რაიმე ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ბიბილოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

ანატოლი ბიბილოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტად 2017 წლის 9 მაისს აირჩიეს. მას ამომრჩეველთა თითქმის 58%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. წინასაარჩევნოდ ბიბილოვი აცხადებდა, რომ მისი სტრატეგიული მიზანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთთან შეერთებაა. ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას კი 2017 წელს გეგმავდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]