weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტთან არ შეუშვეს

14:46 პარასკევი, 13 ივლისი 2018

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე არ შეუშვეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილმა წევრმა მურმან დუმბაძემ და უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ განაცხადეს, რომ სურთ პრეზიდენტს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ, ასევე, „ქართული ოცნების“  მიერ დასახელებულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატზე - თორნიკე რიჟვაძეზე საკუთარი მოსაზრებები გააცნონ.

„ეს ჭიშკარი დაკეტა არა გიორგი მარგველაშვილმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა მას განუმარტეს, რომ გაფრთხილებული არიან შენობაში არ შეუშვან.

მურმან დუმბაძე 2012-2016 წლებში „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, თუმცა 2014 წლიდან პარტიის წევრი აღარ არის. მედეა ვასაძეც  „ქართული ოცნების“ წევრი იყო. მან პარტია 2015 წლის თებერვალში დატოვა. 2016 წელს მურმან დუმბაძემ და მედეა ვასაძემ პარტია „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]