weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გედევან ფოფხაძემ კომპარტიასთან შედარების გამო „ქართულ ოცნებას“ ბოდიში მოუხადა

15:30 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გამო „ქართული ოცნება“ კომკავშირს და კომპარტიას შეადარა, თანაპარტიელებს ბოდიში მოუხადა.

„ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ ეს ციტატა მომიტევონ, ემოციური იყო. მე მაქსიმალურად მინდა, ამ სიტუაციაში შუამავლის როლი ვითამაშო, თავის დროზე დავით ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ არ უნდა წავიდე, რადგან ჩვენი გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი მე ვაპირებ იგივე გავაკეთო და დავითს ვესაუბრო ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ვინმეს რაიმე წყენა აქვს დავითის მიმართ, ამაზეც გუნდის შიგნით უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„ქართული ოცნების“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. სამდივნოს განმარტებით, რამდენიმე თვის განმავლობაში ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს, დააზარალა პარტიის იმიჯი და ინტერესები.

გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძე განსხვავებული შეხედულებების გამო გარიცხეს და შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან.

ფოფხაძის განცხადება პარტიის შეურაცხყოფად შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]