weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

17:49 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ზურაბიშვილის განცხადებით, „ქალი პრეზიდენტი შეიძლება იყოს უფრო დამწყნარებელი ვიდრე, პოლიტიკასა და კინკლაობაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსი“.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა საკმაოდ მძიმეა.

მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და არა მარტო მათ წინაშე, ყველას წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველ რიგში ამ ქვეყნის სტაბილურობა მინდა. არ მახსენდება მსოფლიოში სხვა ქვეყანა, რომელმაც საუკუნენახევარში ამდენი ტერიტორია დაკარგა. უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე.

იცით, რომ იყო რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის ქორწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ალბათ, იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას ალბათ, უკვე ნაკლებად შევასრულებ მომავალში. ამაზეც ვფიქრობდი, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, ჩავერთო თუ არა ამ ძალიან რთულ მარათონში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით უკვე მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]