weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ანგელა მერკელი საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვა

14:24 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 23-24 აგვისტოს თბილისში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი შედგება. ზალკანიანის თქმით, კანცლერი საქართველოში ბოლოს 10 წლის წინ იმყოფებოდა და დროის თვალსაზრისით, მის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზალკანიანის თქმით, გერმანიის კანცლერი საქართველოსთან ერთად, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეწვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]