weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

15:10 ორშაბათი, 20 აგვისტო 2018

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოგი წულაია იქნება.

პარტიამ კახა კუკავას კანდიდატურა ზუგდიდში წარადგინა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატებად „სააკაშვილის მთავრობის მინისტრები - გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი“ დასახელდნენ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ხალხს ართმევდნენ არჩევანს. ესენი არიან ერთიდაიგივე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ლიბერალური იდეოლოგიის წარმომადგენლები. ხალხს რეალურად არ უტოვებდნენ არჩევანს - სთავაზობდნენ, რომ არჩევანი ლიბერალსა და ლიბერალს შორის გაეკეთებინათ. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო ეროვნული მოძრაობის კანდიდატი“, - განაცხადა კახა კუკავამ.

კუკავას თქმით, ქართველი ხალხის მთავარი მტერი ბანკები და მევახშეები არიან. მისი მთავარი ამოცანა პენსიების გაზრდა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

კახა კუკვამ სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკაზეც ისაუბრა: „ბევრმა მითხრა ამაზე არ ილაპარაკო, ბევრი ახალგაზრდა ეწევა მარიხუანას და ხმებს დაკარგავო. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ხმებს დავკარგავ თუ ვიშოვი. ნარკოტიკები ამ ქვეყნის სენია. სახელმწიფომ უნდა გამოუცხადოს დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკებს, მათ შორის მარიხუანას. არ არის აუცილებელი ვინმეს დაპატიმრება, მაგრამ ახალგაზრდობას უნდა ავუხსნათ, რომ გართობა არის როცა ღვინოს დალევენ, გართობა არის ცეკვა, სიმღერა, მაგრამ ნარკოტიკები არის სიკვდილი“.

„თავისუფალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა „ქართველი ხალხის გადაშენების“ საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უცხოელებზე ბინადრობის მოწმობების გაცემა შეწყდება. მისივე თქმით, ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგია.

„ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი. ეს იქნება არჩევანი უნდა ხალხს „ქოცები“, „ნაცები“, ლიბერალური ფასეულობები, ნარკოტიკები და მიგრანტები, თუ იქნება გზა, რომელიც დაგვიტოვა ეროვნულმა მოძრაობამ“.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში მართავდა. კახა კუკავას თქმით, პრეზიდენტად კენჭისყრა ლევან ვასაძეს პირადად შესთავაზა, თუმცა მან თავი შეიკავა. „ბევრი რამ, რაზეც ლევან ვასაძე საუბრობს იქნება ჩვენს საარჩევნო პროგრამაში“, - აღნიშნა კახა კუკავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]