weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატები რაგბის კლუბისთვის 4000 ლარის შეგროვებაში დახმარებას ითხოვენ

11:44 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის რაგბის კლუბ „არწივების“ მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო და მოქალაქეებს 4000 ლარის შეგროვებაში დახმარებას სთხოვს. თალაკვაძის თქმით, წელს კლუბი პირველ ლიგაში გადავიდა და იმისთვის, რომ რაგბისტები უკეთ მოემზადონ, ახალი ბაზის აშენებაა საჭირო.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, ბაზის ასაშენებლად კერძო პირის საკუთრებაში არსებული და 4000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი უნდა შემოიერთონ. მისივე თქმით, ნაკვეთის დამატების გარეშე პროექტი ვერ განხორციელდება.

„სწორედ ამ ფულის შესაგროვებლად ვიწყებთ კამპანიას, სადაც ყველას ვთხოვთ შემოუერთდნენ და განახორციელონ თუნდაც სიმბოლური ინვენსტიცია ოზურგეთში რაგბის განვითარებაში. გვჯერა, რომ ძალიან მალე შევაგროვებთ ამ ფულს, ვიყიდით ამ ნაკვეთს, შემოვუერთებთ ძველ სტადიონს და დავიწყებთ ბაზის მშენებლობას. მოგეხსენებათ, ცხოვრების ჯანსაღ წესს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტულ აქტივობებში. სწორედ რაგბია ჩვენს ქალაქში სპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა უკვე ჩართულია, ძალიან ბევრი ქომაგი გვყავს. მე დარწმუნებული ვარ, ახალი ბაზის აშენებისთვის არ გაგვიჭირდება ამ პატარა გამოწვევას წარმატებით ვუპასუხოთ“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

არჩილ თალაკვაძის კამპანიას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი ნინო წილოსანი და დიდუბის მაჟორიტარი, დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ივლიანე წულაიაც შეუერთდნენ. წულაიას თქმით, რაგბის კლუბს 500 ლარი გადაურიცხა.

რაგბის კლუბში ამ დროისთვის 107 მოზარდი ვარჯიშობს, აქედან 14 გოგონაა, 93 კი ბიჭი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]