weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გიგი წერეთლის განცხადებით, ქუთაისში მაკკეინის სახელობის ქუჩა ან სკვერი უნდა იყოს

13:41 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ქუთაისში ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელის უკვდავყოფის მიზნით, რომელიმე ქუჩის ან სკვერისთვის მისი სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. წერეთლის განცხადებით, ჯონ მაკკეინს უყვარდა საქართველო, მათ შორის იმერეთი და ქუთაისი.

„სენატორი ჯონ მაკკეინი, წლების განმავლობაში, საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი და მეგობარი იყო. მან საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების, საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. თბილისშიც და ქუთაისშიც, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრია და საპარლამენტო დედაქალაქი, მაკკეინის სახელი უნდა მიენიჭოს რომელიმე ქუჩას, სკვერს ან რომელიმე დაწესებულებას, რაც მის მიმართ განსაკუთრებული მადლიერების ნიშანი იქნება“, - აცხადებს გიგი წერეთელი.

„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიგი წერეთელსა და ჯონ მაკკეინს პირად საუბრებშიც არაერთხელ განუხილავთ ქუთაისის პერსპექტივის, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების საკითხები: „ჯონ მაკკეინი განსაკუთრებით მხარს უჭერდა საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას“.

გიგი წერეთელი ქუთაისის საკრებულოს და მერიას მისი ინიციატივის განსახილველად უახლოეს დღეებში მიმართავს.

ამერიკელი სენატორი და საქართველოს ეროვნული გმირი ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს წინაშე დამსახურების გამო, მისი სახელობის ქუჩების გახსნა თბილისსა და ბათუმშიც მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]