weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

უწყებათაშორისი კომისიის წევრებს სხდომაზე მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ

10:17 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე კომისიის წევრებს მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი სხდომის დროს „ლაივს“ რთავდა.

„ჩვენ ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიცავთ იმისგან, რომ ზოგიერთმა პარტიამ სპექტაკლისა და შოუს არ შესაქმნელად გამოიყენოს, რადგან არაფერია საარჩევნო პროცესთან სასაყვედურო თუ არა ხელოვნურად შექმნილი სკანდალები. როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვერ დავუშვებ იმას, რომ კომისიის სხდომა სამუშაო ფორმატის მიღმა სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. ვინაიდან იყო არაერთი საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება, რომ ესა თუ ის პირი, რაკი ჟურნალისტებს არ ვუშვებთ სხდომის მიმდინარეობისას და მხოლოდ კომენტარებით შემოვიფარგლებით მათთან, „ლაივით“ გადასცემდნენ და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უწყებათაშორისი კომისია ვინმემ აქციოს შოუდ. ეს არის პრივილეგირებული ფორმატი პარტიებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა. კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.

უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]