weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყოფილი მინისტრი „იბერიას“ დამფუძნებელს - ტელევიზია რომ გაცვალო ამ პრობლემებში

15:23 კვირა, 09 სექტემბერი 2018
კადრი ტვ იბერიას ვიდეოდან კადრი ტვ იბერიას ვიდეოდან

ტელეკომპანია „იბერიამ, რომელიც ხელისუფლებას დაფინანსების წყაროს გადაკეტვასა და ზეწოლაში ადანაშაულებს, აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერი იბერიას და ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ოქუაშვილს მთავრობასთან გარიგებას და ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს.

ზაზა ოქუაშვილი: მთავრობა ნორმალურად დაგვიდგეს გვერდში. წარმოებასთან, ჩვენს კაცობასთან დადგეს და რა დავაშავეთ ,გვითხრას.

ლევან ყიფიანი (2012-2015 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): დაგიდგეთ გვერდში, კეთილი განწყობით... ყველა გამოდის „რუსთავი 2“-ზე უარესია „იბერიაო“... ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია ასეთ ამბებშია.

ზაზა ოქუაშვილი: რა გავაკეთო?

ლევან ყიფიანი: მთელი შენი ბიუჯეტი ქინძზე გვკიდია, შენი ომეგაც და ყველაფერიც. რაც იქიდან მოდის, ყველაფერი მიდის იქ იმიტომ, რომ ჰგონიათ ის არის ყველაფერი... იმიტომ, რომ ჰგონიათ, ის თუ გამოვა, ის გამო...ბული ვიღაც წვერებიანი ტიპი. ტელევიზია რომ გაცვალო აი, ამ პრობლემებში. მოვდივარ კეთილი ნებით, აჰა, შეიტენეთ ერთ ადგილას. ეს პრობლემა მაქვს და გადამიწყვიტეთ და გადავკოცნოთ ერთმანეთი“, - ისმის აუდიოჩანაწერში.

ტელეკომპანია „იბერიას“ ცნობით, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ლონდონში, სასამართლოშია დაბარებული. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე ყიფიანი უარს ამბობს.

მესამე დღეა ტელეკომპანია „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 7 აგვისტოს, ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა განაცხადა, რომ ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშ არის, რადგან პარალიზებულია კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია შედის. ამასთან, „იბერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ირწმუნება, რომ „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს. ჩხეიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის დათმობის სანაცვლოდ „ომეგა ჯგუფის“ წინაშე არსებული ფინანსური პრობლემების მოგვარების შეთავაზება მიიღო.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით 51 მლნ 717 ათასი ლარი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, დავალიანების გადანაწილების მიზნით შემდგარიყო გრაფიკი, ორივეჯერ ასეთი გრაფიკი შედგა, თუმცა არცერთხელ არ შესრულებულა კომპანიის მხრიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]