weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თამარ სანიკიძე და მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

17:30 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსი, მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განათლების სისტემაში დაგეგმილი მასშტაბური რეფორმის გამო მიიღეს.

„განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და საკადრო პოლიტიკა სჭირდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები გაგრძელდება და მათ შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

თამარ სანიკიძე 2013-2016 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. მას შემდეგ, რაც 2016 წელს თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა. რაც შეეხება მაია მიმინოშვილს, ის გამოცდების ეროვნულ ცენტრს თითქმის 10 წლის განმავლობაში უძღვებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]