weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უკრაინა რუსეთის იმპერიას ემშვიდობება - პეტრო პოროშენკო

11:38 კვირა, 11 ივნისი 2017

უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ამით უკრაინა საბოლოოდ ემშვიდობება რუსეთის იმპერიას. „მშვიდობით დაუბანელო რუსეთო, მონების და ბატონების ქვეყანავ“, - ასე გამოეხმაურა პოროშენკო უვიზო რეჟიმის ამოქმედებას.

პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინას ვერაფერი შეაჩერებს და ის გახდება როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრი ქვეყანა.

„აღარასოდეს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში იმიტომ, რომ ჩვენ, თავისუფალი და დემოკრატიული ერი, ვუბრუნდებით ევროპულ ოჯახს. ჩვენ უკრაინელებს საკუთარი ისტორია უნდა დავუბრუნოთ. ამიტომ არის ევროკავშირის დღევანდელი გადაწყვეტილება ასე მნიშვნელოვანი. ხანგრძლივი პროცესი დასრულდა. ეს ნიშნავს არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას საზღვრებზე, არამედ უკრაინის დაბრუნებას მის ისტორიულ ადგილზე ევროპულ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ, ევროკავშირის 33 ქვეყანაში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ. უვიზო რეჟიმი გავრცელდება ევროკავშირის არაწევრ, მაგრამ შენგენის ზონაში მყოფ 4 ქვეყანაში - ნორვეგიაში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და შვეიცარიაში შესვლაზეც.

ევროკავშირში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი იუგ მინგარელი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია პირველი ნაბიჯია უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერების გზაზე.

უკრაინამდე ვიზალიბერალიზაცია საქართველო მიიღო. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 28 მარტს ამოქმედდა.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]