weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აფხაზეთში არძინბას გამოსახულებით პირველი ქაღალდის ფული გამოუშვეს

10:51 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის ფული გამოუშვეს, რომელზეც პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. ე.წ. აფხაზეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 500 აპსარის ნომინალის ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან „გამარჯვების“ 25-ე წლისთავს ეძღვნება.

„აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელის, ბესლან ბარათელიას თქმით, ეს აფხაზეთის ისტორიაში პირველი ქაღალდის ფულია.

„გამოსახულების შექმნისას გამოყენებულია ტრადიციული აფხაზური ორნამენტი. ბანკნოტზე განთავსებულია აფხაზეთის სახელმწიფო დროშის შვიდი ვარსკვლავი, ასევე სახელმწიფო გერბი. მარცხენა კუთხეში მითითებულია ნომინალი „500 აპსარი“. მეორე მხარეზე გამოსახულია აფხაზეთის დროშა, ასევე სოხუმის არქიტექტურული კომპლექსის სილუეტი, რომელიც სიმბოლური ციხე-კოშკის და აფხაზეთის გერბის ფონზეა დატანილი“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ფული მიმოქცევაში 29 სექტემბერს, 10 ათასი ცალის ოდენობით ჩაეშვება.

30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა „1992 - 1993 წლების სამამულო ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების 25-ე წლისთავს“ აღნიშნავს.

ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 1994-2005 წლებში იყო. ის 2010 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]