weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

12:49 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ორი კვირის წინ, საკუთარი სურვილით დაწერა.

„დავასრულე საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და, ასევე, აკადემიურ საქმიანობას“, – წერს კახა კოჟორიძე.

კოჟორიძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად 2015 წლის იანვრიდან მუშაობდა. მანამდე ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]