weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იჩხუბეს

15:47 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მიზეზი, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი უკლებას მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტები გახდა, სადაც ის პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მის ამომრჩევლებს აგინებს.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში, გიორგი უკლებას „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმედა საღინაძე დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში უმრავლესობის დეპუტატები კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილიც ჩაერთვნენ.

„რამდენი ითქვა, თუ დაიწერა სალომე ზურაბიშვილზე და მეც ვიტყვი მასზე ორ სიტყვას: სალომე ზურაბიშვილს მო...ან ამომრჩეველი“, - წერდა 10 სექტემბერს გიორგი უკლება.

უკლება მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რადგან ისინი ქვეყნის მოღალატეები არიან. მისივე თქმით, მასზე თავდასხმის მიზეზი არა ზურაბიშვილზე დაწერილი პოსტი, არამედ ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულება გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]