weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

დეკანოზი ჯაღმაიძე მარიხუანას მომხმარებლების რეესტრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

17:29 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018
ფოტო: 1Tv.ge ფოტო: 1Tv.ge

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს შესთავაზა, შეიქმნას ნებაყოფლობითი რეესტრი, სადაც ის ადამიანები დარეგისტრირდებიან, ვისაც მარიხუანას მოხმარება სურთ. დეკანოზის ინიციატივის მიხედვით, რეესტრში დარეგისტრირებული ადამიანებისთვის მარიხუანას მოხმარებისთვის მძიმე პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს, ხოლო მათ მიმართ, ვინც რეესტრში არ დარეგისტრირდება და შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ მარიხუანას მომხმარებელია, განსაკუთრებული სასჯელი უნდა დაწესდეს.

„ადამიანს, რომელსაც არ ესმის არც ეკლესიის ხმა, არც კანონის ხმა, არც მორალის ხმა, არაფერი არ ესმის, ხომ არ შეიძლება, რომ არსებობდეს ნებაყოფლობითი რეესტრი და ამ ნებაყოფლობით რეესტრში დარეგისტრირდეს ის, ვისაც პრივატულ სივრცეში უნდა მოწევა? რომელიმე შემოწმების დროს, მათ თუ აღმოუჩნდებათ, რომ 20 დღის წინ მოიხმარეს მარიხუანა, არ დადგეს მძიმე პასუხისმგებლობა, თუ დაურეგისტრირებელი ადამიანი მოიხმარს, მაშინ მასზე იყოს განსაკუთრებული სასჯელი. თან, ამ რეესტრში გაწევრიანებული ადამიანებისთვის შეიზღუდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობები“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]