სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

პოლიტიკა

„ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ ძალიან რთულია. მაგრამ, იცით, ახლა უკვე რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ მთავრობის…

პარლამენტში გორის მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსურ დახმარებას ვერ გაუწევს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შვიდის ნაცვლად ხუთი მოადგილე ეყოლება. როგორც დღეს მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსი, მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე კომენტარი გააკეთა. მაჭავარიანის თქმით, მას სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი იქნება.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ამომრჩევლებსაც ზურაბიშვილის…

ტელეკომპანია „იბერიამ“, რომელიც ხელისუფლებას დაფინანსების წყაროს გადაკეტვასა და ზეწოლაში ადანაშაულებს, აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერი „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს.…

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა, როდესაც გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომობილით მიდიოდა. ის ახალი დაბრუნებული იყო სირიიდან, სადაც…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ დაანონსებული აქციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მზადდება.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 73 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეიტანა. ცესკოში დასარეგისტრირებლად საპრეზიდენტო კანდიდატს არანაკლებ 25 923 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულება აქვს.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]