weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრები, „ჟან მონეს დიალოგის“ ფასილიტატორები ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი და მარია კალიურანდი აცხადებენ, რომ საქართველოში მათი ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აჭარაში 14-მა წევრმა დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის „კატეგორიულად მიუღებელი და გაიუგებარია“ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი. 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა დღეს მიიღო.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება უარყოფს, რომ რუსი ე.წ. მესაზღვრეები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. ამის შესახებ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის შემდეგ „სამხრეთ…

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, არ არსებობს „მცირე შეჭრა“ და „პატარა ერები“.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტში თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, კორნელი სალიას არჩევას გამოეხმაურა. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი კორნელი სალია აირჩიეს. მას საკრებულოს 14-მა ოპოზიციონერმა წევრმა მისცა ხმა, „ქართულ ოცნებას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრანაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს სანქციებს, რომლის მსგავსი არასდროს უნახავს. ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ნათლისღება სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ საქართველოს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მიწის ფართობი გადმოეცა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშიებით კომენტარი გააკეთა. კელი დეგნანის თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურის გაუქმების საჭიროება კარგად უნდა ყოფილიყო ახსნილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]