weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი ერთმა დეპუტატმა მისცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში გადაყვანის მცდელობა არასათანადო წესით განხორციელდა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ამ გადაწყვეტილების შესახებ სააკაშვილის ადვოკატები არ…

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილი ფსიქორეაბილიტაციისთვის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში უნდა იქნეს გადაყვანილი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის N12 ციხეში გადაყვანის პროცესი დროებით გადავადდა. ბრეგაძის თქმით, გუშინ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ბაზაზე ორი სხვა უწყების შექმნის პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას საჯაროდ…

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული იმ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლის მიღების…

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ ახალგორში მოსახლეობას შეხვდა. ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევებზე საუბრისას, მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ნათესავებს ცხინვალის რეგიონში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დანიშნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]