weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კონფედერაციათა თასის გათამაშება დღეს რუსეთი-ახალი ზელანდიის მატჩით გაიხსნება

11:05 შაბათი, 17 ივნისი 2017

FIFA-ს სანაკრებო ტურნირი კონფედერაციათა თასი, რომელსაც არაოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციას უწოდებენ, დღეს სანკტ-პეტერბურგში სტადიონ „კრესტოვსკიზე“ მასპინძელი რუსეთისა და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩით გაიხსნება.

რუსეთი-ახალი ზელანდია თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს, ისევე როგორც მთლიანად ტურნირის ყველა მატჩისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

A ჯგუფში რუსეთისა და ახალი ზელანდიის გარდა, ევროპის ჩემპიონი პორტუგალიისა და მექსიკის ეროვნული გუნდებიც გამოდიან. B ჯგუფში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, ჩილე, კამერუნი და ავსტრალია იასპარეზებენ.

ქვეჯგუფებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული ოთხი გუნდი თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალურ პლეი-ოფებში გააგრძელებენ. ფინალი კი 2 ივლისს სანკ-პეტერბურგის ხსენებულ არენაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს გერმანიის ნაკრები. იოახიმ ლიოვის გუნდს ისეთი წამყვანი ფეხბურთელები დააკლდებიან, როგორებიც არიან: მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, მესუთ იოზილი, ტონი კროოსი, სამი ხედირა, თომას მიულერი, მარიო გომესი და ა.შ. სხვა ყველა მონაწილე გუნდი კი ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს.

სანკ-პეტერბურგის გარდა კონფედერაციათა თასის მატჩები კიდევ სამ სხვა სარბიელზე ჩატარდება. ესენია: მოსკოვის „ოტკრიტიე არენა“, ყაზანის „კაზან არენა“ და სოჭის ოლიმპიური სტადიონი „ფიშტი“.

ტურნირს FIFA-ს კატეგორიის 9 არბიტრი მოემსახურება, ევროპიდან სამი მათგანი გახლავთ: მილორად მაჟიჩი (სერბეთ), ჯანლუკა როკი (იტალია) და დამირ სკომინა (სლოვენია). კონფედერაციათა თასზე ასევე იქნებიან ვიდეო ასისტენტი მსაჯები. მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ამ სიახლის ოფიციალურად დანერგვას გაისად, რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე აპირებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]