weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა

13:38 სამშაბათი, 12 მარტი 2019

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მესამე დღეს კვლავ დამარცხდა ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის სახელით ცნობილ ქართველ სუმოისტს ამჯერად კომუსუბის წოდების მქონე ჰოკუტოფუჯიმ სძლია.

ტრავმირებულ ტოჩინოშინს ისევ არ გამოუვიდა მძლავრი სასტარტო შეჯახება, უპირატესობა ვერ მოიპოვა და მეტოქის ზეწოლით დოჰიოდან გავიდა.

3 საშეჯიბრო დღის შემდეგ ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 1 მოგება და 2 მარცხია. ხვალ მისი მეტოქე მე-3 მაეგაშირა ნიშიგიკი იქნება, რომელსაც მიმდინარე სუპერტურნირზე გამარჯვება არ აქვს.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მინიმუმ რვა ორთაბრძოლის მოგება მართებს.

რანგით დაბალ დივიზიონ ჯურიოში პირველი გაამრჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ და მისი ბალანსიც ტოჩინოშინის მსგავსად 1/2 გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]