weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„თელავმა“ პრინციპული მეტოქე გუნდი დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა

10:01 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ უკანასკნელი მატჩი თბილისში გამართა და ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი გუნდი „მარკ სტარსი“ პრინციპულ შეხვედრაში 6:2 გაანადგურა, რის შემდეგაც ლიგა 3-ის ე.წ. თეთრ ჯგუფს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს.

სტადიონ „შატილზე“ გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ ათ წუთში თელაველთა მეკარე დავით ლეგაშვილს რამდენჯერმე მოუწია ბრწყინვალე რეაქციის გამოვლენა, მაგრამ მალევე თელაველებმა თამაში გაათანაბრეს, სადავეები ხელშ აიღეს და მეტოქის კარშიც ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს: დუბლით ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე გამოირჩა, თითოჯერ კი თავი მიხეილ ბაშელეიშვილმა, ნიკა გალახვარიძემ, ანტონ თოლორდავამ და გუნდის ახალწვეულმა ვასიკო გოგოლიძემ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ 0:5-ზე „თელავის“ კარში ერთადერთი ბურთი ერთ დროს გურჯაანის „ალაზანში“ მოთამაშე ნიგერიელმა მარტინს ნვანკვომ გაქვითა.

მორიგ მატჩს მალხაზ ჟვანიას გუნდი 9 ივლისს მშობლიურ „გივი ჩოხელზე“ გამართავს და თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს.

15 განვლილი ტურის თავზე „თელავი“ სატურნირო ცხრილს 32 ქულით ლიდერობს. მას ერთი ქულით ჩამორჩება თბილისის „შევარდენი“, რომელსაც თელავურმა კლუბმა მე-9 ტურში შინ სძლია და განმეორებით უკანასკნელ მე-18 ტურში სტუმრად ეთამაშება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]