weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზაზა ფაჩულია სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

10:44 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართა და ნომინაციაში - ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის,  გამარჯვებული ზაზა ფაჩულია გახდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჯილდო კალათბურთელის დედას, მარინა კოდუას გადასცა.

„საქართველოსთვის 2017 წელი სპორტული კუთხით უდავოდ გამორჩეულია: დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებს ვმასპინძლობთ, ქართველი სპორტსმენები თითქმის ყოველ თვე გვახარებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოგებული ოქროს მედლებით, უამრავ წარმატებებს შორის კი უდავოდ გამორჩეულია ჩვენი სახელოვანი კალათბურთელის, ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას მიღწევა - ის NBA-ს ჩემპიონი გახდა! წმინდა სპორტული კუთხით ეს უდიდესი ტრიუმფია - ამ ტიტულზე ყველა კალათბურთელი ოცნებობს და უნდა ვაღიაროთ, რომ ზაზამ მოახერხა ის, რაც არაერთმა სახელოვანმა მოთამაშემ ვერ შეძლო. გარდა იმისა, რომ ზაზას ჩემპიონობა უდიდესი სპორტული გამარჯვებაა, მისი ტრიუმფი საქართველოს წარმატებაცაა. როცა ფინალური სერიის უკანასკნელი თამაში დასრულდა, ზაზამ NBA-ს ჩემპიონის თასი საქართველოს დროშასთან ერთად აღმართა. დარწმუნებული ვარ იმ წუთებში არა მარტო მე ვიყავი ძალიან ამაყი და ბედნიერი! მსურს მივულოცო ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილს - ზაზა ფაჩულიას ეს უდიდესი გამარჯვება, მის დედას, ქალბატონ მარინას კი ეს საპატიო მედალი გადავცე“. - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ღონისძიების მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარებაა, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

გამარჯვებულებს სიმბოლურად ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლი გადაეცათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]